Bombata Bouclé

დახარისხება და გაფილტვრა

გადადით პროდუქტზე

ფილტრები

{"other"=>"{{ count }} შედეგი"}

პროდუქტები

Bouclé ლიმიტირებული სერიაა — რბილი ბუკლეს ქსოვილი მრავალფეროვანი დახვეული ძაფით, ნახევრად მყარ კორპუსზე, რომელიც 16" ლეპტოპს იტევს და დარტყმისგან იცავს. Bombata-ს ხაზში ეს ყველაზე ნაკლებად „საოფისე“ ჩანთაა და სწორედ ის, რომელსაც პირველად ამჩნევენ.

კომპლექტში მოჰყვება მხრის რეგულირებადი თასმა. მოვლა მარტივია: მტვერი რბილი ჯაგრისით მოიწმინდება, ამოშვერილი ძაფი არ გამოაწიოთ — ფრთხილად შეაჭერით მაკრატლით.

ფასი 220₾, მიწოდება მთელ საქართველოში, 0%-იანი განვადება 4 თვემდე და 3 დღე გადაცვლისთვის. მოირგეთ ოთხივე ფილიალში — თბილისსა და ბათუმში. შეხებით მსგავსია ბუსუსიანი Teddy და ხავერდის Velluto. ამავე ზომის დანარჩენი მოდელები 15–16 ინჩის გვერდზეა.