ხელბარგის ზომები 2026: Wizz Air, Ryanair, Turkish — როგორ აარიდო თავი გეითზე ჯარიმას

დაწერილია MODI მიერ

Urbanite Caracas ხელბარგის ზურგჩანთა — ავიაკომპანიის ლიმიტში მორგებული

ბოლო წლებში ავიაკომპანიებმა ხელბარგის კონტროლი მკვეთრად გაამკაცრეს: გეითთან ჩანთის საზომი ჩარჩოები დგას, ზომაში გადასული ჩანთა კი ადგილზევე ფასიან ბარგად გარდაიქმნება — ჯარიმა ხშირად ბილეთზე ძვირი ჯდება (35–70 ევრო). ამიტომ სამოგზაურო ჩანთის არჩევისას პირველი კითხვა ზომა უნდა იყოს და არა დიზაინი.

ავიაკომპანიების ლიმიტები 2026 წელს

ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომლებითაც საქართველოდან დაფრინავენ:

ავიაკომპანია უფასო ჩანთა დიდი ხელბარგი (ფასიანი/პრიორიტეტი)
ვიზეარი (Wizz Air) — ქუთაისი 40 × 30 × 20 სმ, 10 კგ 55 × 40 × 23 სმ — Priority-ით
Ryanair 40 × 30 × 20 სმ 55 × 40 × 20 სმ — Priority-ით
Turkish Airlines 55 × 40 × 23 სმ, 8 კგ შედის ტარიფში
Pegasus 40 × 30 × 20 სმ 55 × 40 × 20 სმ — ფასიანი

ყურადღება მიაქციე: ლოუქოსტების უფასო ლიმიტი სწორედ 40 × 30 × 20 სმ-ია — ჩანთა სავარძლის ქვეშ უნდა ეტეოდეს. გეითზე ამას რეალურად ზომავენ. სწორედ ამიტომ, ყველაზე პრაქტიკული არჩევანია ზურგჩანთა 40x30x20 ზომაში — ის საზომ ჩარჩოში ზუსტად ჯდება.

რატომ ჯდება Urbanite Caracas ზუსტად ამ ლიმიტში

Urbanite Caracas სწორედ ამ წესებისთვისაა დაპროექტებული:

  • 40 × 30 × 15–20 სმ — დაზიპულ მდგომარეობაში 15 სმ სიღრმით თავისუფლად გადის Wizz Air-ისა და Ryanair-ის საზომ ჩარჩოში; საჭიროებისას ზიპი იხსნება და +5 სმ ემატება
  • ჩემოდანივით იხსნება — ბრტყლად გააშლი და ისე ალაგებ, როგორც ნამდვილ ბარგს
  • 16"-იანი ლეპტოპის დაცული ჯიბე — ტექნიკა ცალკე, უსაფრთხოდ
  • 0.8 კგ — წონის ლიმიტს თითქმის არ ამძიმებს
  • საბუთების სწრაფი ჯიბე ზურგზე — ბორდინგ-პასი ყოველთვის ხელთაა
  • საკომპრესიო თასმები — ჩანთა შეკრული რჩება და ჩარჩოში ადვილად ჯდება

ფერები: Blu petrolio, Rosso borgogna, Tortora, Viola prugna — ყველა ჩანთების კოლექციაში.

3 პრაქტიკული რჩევა გეითის კონტროლისთვის

  • მძიმე ნივთები (ლეპტოპი, დამტენები) ზურგის მხარეს ჩაალაგე — ჩანთა ფორმას ინარჩუნებს და ჩარჩოში ადვილად ჯდება
  • გარე ჯიბეები ბოლომდე არ გამოტენო — სწორედ გამობერილი წინა ჯიბე აჭარბებს ხოლმე სიღრმის ლიმიტს
  • თუ ორი ავიაკომპანიით მიფრინავ, ყველაზე მკაცრ ლიმიტს მოერგე

თუ ლეპტოპის ყოველდღიური ტარებისთვის ეძებ ჩანთას და არა მგზავრობისთვის, ნახე ჩვენი გზამკვლევი ლეპტოპის ჩანთის ზომებზე — ან ახალი Urbanite Melbourne (40 × 30 × 20 სმ, 0.5 კგ), რომელიც ასევე ჯდება ლოუქოსტის უფასო ლიმიტში.

მოზომე ადგილზე: ოთხივე ფილიალში — თბილისი მოლი, აქსის თაუერსი, ისთ ფოინთი, ბათუმი გრანდ მოლი. მიწოდება მთელ საქართველოში, განვადებით.